დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს - Palitra News

დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს

2025-06-19 12:42:08+04:00

დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს.თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები. მთელი ზაფხულის განმავლობაში, „თბილსერვისი ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.