ისრაელსა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი შეტევა გრძელდება - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა, რამდენიმე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სამხედრო კონფლიქტის შედეგად, ისრაელში 24 ადამიანი დაიღუპა, ირანში კი გარდაცვლილთა რიცხვი 600-სს აღწევს. მიმდინარე ვითარება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მსოფლიო ლიდერებში. ნაწილი ირანზე შეტევებს ლეგიტიმურად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ისრაელის ძალადობრივი ქმედებები მათივე არსებობას საფრთხეს უქმნის. რა გზავნილები აქვს აშშ-ის ლიდერს, რომელიც კონფლიქტში ჩართვას არ გამორიცხავს და რა განცხადებებს ავრცელებენ ისრაელისა და ირანის ლიდერები?!