„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ - ამ სახელწოდებით 63 ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან - Palitra News

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ - ამ სახელწოდებით 63 ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან

2025-06-19 12:38:19+04:00

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ - ამ სახელწოდებით 63 ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. ევროპელი დეპუტატები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე თემაზე გუშინ დებატები შედგა ევროპარლამენტშიც. მომხსენებლებმა რეზოლუციაში გამოთქმული მოსაზრებები გაახმოვანეს, თუმცა გამომსვლელებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ევროდეპუტატების მეორე ნაწილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევებზე საუბრობს. როგორია რეზოლუციის ტექსტის შინაარსი და რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში?!