მედია - ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის - Palitra News

მედია - ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის

2025-06-19 09:34:19+04:00

ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.

მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.