საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მოწოდების მიუხედავად, ადგილობრივი არჩევნები სავარაუდოდ, ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დაკვირვების გარეშე ჩაივლის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვითმართველობის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს. ბრიტანეთის საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. რას ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები და როგორ აისახევა მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების სანდოობის ხარისხზე?!