რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეზე კაია კალასმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, რუსეთმა გასულ წელს თავდაცვაზე იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად ევროკავშირმა. ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს.