ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება, მან დისტანციურ ჩართვაზე უარი განაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამაღლობველის კოლეგები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. მათი თქმით, სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ. დღევანდელი სხდომა ბათუმელებისა და ნეთგაზეთის ჟურნალისტის ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას, კერძოდ, 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება. მოსამართლის თქმით, პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებს გამოკითხავენ.