არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელების ნაწილი აცხადებს, რომ მიიღეს შეტყობინება, ანტიკორუფციულ ბიუროს ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები გადასცენ. სპეციალურ ბრიგინგზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას არ აპირებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ყველა იმ არასამთავრებო ორგანიზაციის დახურვას ცდილობს, რომელიც მათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.