უცხოური მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს. ადმინისტრაციის ამჟამინდელმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა ტელეარხ NBC News-ს განუცხადეს, რომ სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო დარტყმას.როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ამასთანავე, საელჩოს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება. მათივე თქმით, იერუსალიმში მდებარე საელჩოსთან ერთად, პარასკევამდე დაიხურება თელ-ავივის საკონსულო სამსახურებიც.