დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელმეორედ იბარებენ. გიორგი გახარიას შემდეგ, თეა წულუკიანი კომისიაზე ახლა უკვე მამუკა ხაზარაძესა და საპატიმროში მყოფ ნიკა გვარამიას იბარებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქართული ოცნების მხრიდან ცალსახა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მთავარი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებაა. დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის დღეს გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პატიმრობის შეფარდებას არ გამორიცხავს. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე კი განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.