23 მედიაორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. საერთო განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აკრიტიკებენ ქართული ოცნების მიერ მიღებულ ბოლოდროინელ კანონებს, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტს, ასევე ცვლილებებს „გრანტებისა და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“. მათი შეფასებით, შესაძლოა დამოუკიდებელ მედიას საქართველოში სულ რამდენიმე თვე რჩებოდეს იძულებით დახურვამდე, რაც საზოგადოებას დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას წაართმევს. 23 მედიაორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროკავშირს მოუწოდებენ, მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და მტკიცედ დაუჭიროს მხარი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ქვეყანაში.