ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ასპინძის წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს - Palitra News

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ასპინძის წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს

2025-06-17 15:40:16+04:00

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ასპინძის წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტით გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი ქსელი და მაგისტრალური მილი, მრავალბინიან კორპუსებში შიდა და გარე წყალმომარაგების სისტემა. სამუშაოების დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი.