ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ლელო-ძლიერი საქართველოს გუნდში ფიქრობენ, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლის ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენონ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის სამოქალაქო შტაბმა დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა უნდა უზრუნველყოს. ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს გახარია-საქართველოსთვის გუნდი. როგორია მამუკა ხაზარაძის შეთავაზებული გეგმა და სხვა ოპოზიციური პარტიების განწყობები?!