აგრესორის ქვეყნის მორიგი თავდასხმა უკრაინას - რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 18 კი მძიმედ დაშავდა - Palitra News

აგრესორის ქვეყნის მორიგი თავდასხმა უკრაინას - რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 18 კი მძიმედ დაშავდა

2025-06-17 09:33:45+04:00

აგრესორის ქვეყნის მორიგი თავდასხმა უკრაინას - რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 18 კი მძიმედ დაშავდა. - კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, დაზიანება 6 ოლქში 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები. მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.