პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში, “დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო. ტრამპის მტკიცებით, თუ აგრესორი ქვეყანა “დიდი რვიანის” წევრი კვლავ იქნებოდა, მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან თავიდან არიდებას შეძლებდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებიდან აქტიურად მხოლოდ ამერიკელ კოლეგასთან საუბრობს. მოგვიანებით, აშშ-ის ლიდერმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა. მასთან ერთად ვიზიტი შეწყვიტა მარკო რუბიოც. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დასავლურ მედიას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.