ირანზე ისრაელის ფართომასშტაბიანი შეტევა გრძელდება - ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ბირთვული სამიზნეების განადგურებას აგრძელებს. პრემიერ-მინისტრის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში ობიექტებს, შტაბ-ბინებსა და სამთავრობო ტელევიზიას დაარტყეს. ისრაელში აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე სპეცოპერაციას ამ დროისთვის 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერი ემსხვერპლა.