ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი „რა არის ევროპა?“ - Palitra News

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი „რა არის ევროპა?“

2025-06-17 09:30:08+04:00

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი „რა არის ევროპა?“, რომელსაც ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია განიხილებოდა, ასევე როგორ ჩამოყალიბდა ევროპის კავშირის ინსტიტუციები და როგორია ევროპის პოლიტიკური თუ კულტურული მრავალფეროვნება. სემინარი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, საერთოევროპულ სივრცეში საქართველოს როლზე მსჯელობას დაეთმო.