კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარება განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ირანისა და ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის გამო, ასევე მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართ. მხარეებმა ასევე ირანის წინააღმდეგ ისრაელის მხრიდან საომარი მოქმედებები დაგმეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.