ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - Palitra News

ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

2025-06-16 20:40:58+04:00

ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - იერიშის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალებმა, 4-დღიანი ოპერაციის ფარგლებში, ირანის კუთვნილი 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები გაანადგურეს, რაც, მათივე განცხადებით, ირანის საბრძოლო რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედს წარმოადგენს. ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის ცნობით, ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელში 4 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის პრეზიდენტმა, ის ტერიტორიაც დაათვალიერა, რომელზეც ირანმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება ისრაელის დამარცხებას ვერ შეძლებს.