საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები ეგზისტენციურ ბრძოლაში იმყოფებიან, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები ეგზისტენციურ ბრძოლაში იმყოფებიან, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი

2025-06-16 20:27:40+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები ეგზისტენციურ ბრძოლაში იმყოფებიან, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში მიმდიანარე მოვლენები ეს ბევრად მეტია და ეს საქართველოს მომავალს ეხება.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გრძელდება და ეს აქციები რეალურად, ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ხალხი ქუჩაში.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეერთებული შტატები და ევროპა დიდ ინვესტიციებს დებენ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის შესაქმნელად, რათა ჩამოყალიბდეს უსაფრთხო და სანდო პარტნიორი როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვის რეგიონში.