ევროსაბჭომ საქართველოს აქციებთან დაკავშირებული საქმეები გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადაიტანა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადატანა, დამატებითი მექანიზმია, რათა საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებას სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება მოჰყვეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, სავალდებულო გახადოს სამართალდამცავების მიერ ამოსაცნობი ნიშნების ტარება და გაზარდოს სამართალდამცავების მიერ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ვიდეო დოკუმენტირების ეფექტიანობა და მასშტაბი.