თვითმართველობის არჩევნების თაობაზე ოპოზიცია შეთანხმებას ვერ ახერხებს. კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკითხზე დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოდიან. "გახარია საქართველოსთვის" გუნდი მუციპალურ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გამორიცხავენ. ბოიკოტსა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას შორის საბოლოო არჩევანს ჯერ-ჯერობით ვერ აკეთებენ "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ლიდერები. ვის რა არგუმენტები აქვთ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.