საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს

2025-06-14 15:35:47+04:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს. სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ,,ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს. - ნათქვამია განცხადებაში.