თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2025-06-13 12:05:30+04:00

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც, როგორც უკვე ვიცით, თავად ნიკა გვარამია არ ესწრება. პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო არ გადაიხადა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას კითხვაზე, თუ რატომ არ არის ნიკა გვარამია წარმოდგენილი, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა უპასუხა, რომ „მისი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ პროცესს არ დაესწროს".