აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ჩარლზ ბრეიერმა დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკანონოდ მოახდინა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის წევრების ფედერალიზაცია და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯარებზე კონტროლი შტატს უნდა დაუბრუნოს. CNN-ი იუწყება, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომისთვის, რომელმაც უჩივლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში მიმდინარე აქციების გამო ჯარები ფედერალურ სამსახურში გამოიძახა.