სოციალურ ქსელებში დაწერილი კრიტიკული სტატუსების გამო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

სოციალურ ქსელებში დაწერილი კრიტიკული სტატუსების გამო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-12 15:30:37+04:00

სოციალურ ქსელებში დაწერილი კრიტიკული სტატუსების გამო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ. შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო. სამართალდამდაცავი უწყება მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერების მისამართით სიტყვა „მონის“ გამოყენებას ედავება. სასამართლოში დაბარებული პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ გზით სახელისუფლებო გუნდი პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპის დაწყებას ცდილობს.