აჭარის პოლიციამ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

აჭარის პოლიციამ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2025-06-12 12:25:36+04:00

აჭარის პოლიციამ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ,ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.