„ქართული ოცნება“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს აკრიტიკებს, მიზეზი საელჩოს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმადაც, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. დიდი ბრიტანეთის საელჩო განმარტავს, რომ საკითხზე ამ დრომდე გაურკვევლობა არსებობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საელჩო არ დაელოდა გრანტების შესახებ კანონის მიღებას და ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესის დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება გაავრცელა.