თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ლელო საქართველოს“ ლიდერები ისევ ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ - Palitra News

თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ლელო საქართველოს“ ლიდერები ისევ ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ

2025-06-12 09:35:37+04:00

თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ლელო საქართველოს“ ლიდერები ისევ ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომელზეც პოლიტიკური ძალები გამარჯვების ფორმულაზე იმსჯელებენ. ლელოს ლიდერების ინიციატივას გამოეხმაუარნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ერთიანობა მისასალმებელია, თუმცა მიუღებელი თუკი ის არჩევნებზე პოლიტიკური ძალების გასვლას გულისხმობს.