საქართველოს ხელისუფლების მიერ თურქეთისთვის გადაცემული აქტივისტი, თემურ ქათამაძე თავისუფალია - Palitra News

საქართველოს ხელისუფლების მიერ თურქეთისთვის გადაცემული აქტივისტი, თემურ ქათამაძე თავისუფალია

2025-06-12 09:33:36+04:00

საქართველოს ხელისუფლების მიერ თურქეთისთვის გადაცემული აქტივისტი, თემურ ქათამაძე თავისუფალია. ის ორდუს პროვინციაში რამდენიმე საათიან გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ადვოკატების თქმით, რადგან საქართველოში სამართლებრივი დავის ყველა შესაძლო ბერკეტი უკვე გამოყენებულია, პროცესი საერთაშორისო დონეზე გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თემურ ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, ის იძულების წესით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გააძევეს.