საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, მათ უწევთ გააუქმონ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისი განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არაა და, შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.