ექნება თუ არა პოზიციური როლი შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით აშშ-ში საქართველოს ახალს ელჩს, თამარ ტალიაშვილს? მმართველი პარტიის მოლოდინი პოზიტიურია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდებიან. ოპოზიციის აზრით კი, ცვლილებები არა კონკრეტული პიროვნებებისა და თანამდებობების, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკის დონეზე უნდა განხორციელდეს.