დღეიდან უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მორიგი ვიზიტი დაიწყო. პრემიერსა და მთავრობის სხვა წევრებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. ამასთანავე, უნგრეთში კობახიძის ვიზიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერებთან შესახვედრად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ჩავიდნენ.