„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს. რამდენიმე საათში მას თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებიან. საქმე ეხება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თინა ბოკუცავას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხა და გაიტაცა. ბოკუჩავას ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული ფაქტი უსწრებდა წინ მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.