პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები გრძელდება. საავტომობილო გზა პროტესტის 195-ე დღესაც გადაიკეტა. დემონსტრანტების განცხადებით, ცდილობენ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან და ამით საკუთარი ხმა მიაწვდინონ. მათი მოთხოვნები უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.