საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ჰყავს. თამარ ტალიაშვილი, რომელიც აქამდე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს დაიკავებს. უმრავლესობის ლიდერების ინფორმაციით, საქართველომ აშშ-სგან აგრემანი ჯერ კიდევ 4 ივნისს მიიღო, რაც მათივე თქმით შესაძლებლობას იძლევა, თამარ ტალიაშილი უმოკლეს დროში ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა მნიშვნელოვან საკითხებზე. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ტალიაშვილი ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში ვერაფერს შეცვლის. მათივე თქმით, ცვლილებები არა პერსონების არამედ პოლიტიკის დონეზე უნდა განხორციელდეს.