„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს - Palitra News

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს

2025-06-10 15:46:30+04:00

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს. საქმე ბოკუჩავას მონაყოლს ეხება, რომლის თანახმად, ვიდეოს ჩაწერას, სადაც მისი მეუღლე უტა ივანიშვილთან დაკავშირებით 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო ბოდიშს იხდის, წინ უძღოდა ზეწოლა და მუქარა. ოპოზიცია პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე საუბრობს, ქართული ოცნება კი ბოკუჩავას დეზონფორმაციაში ადანაშაულებს.