საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს - როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს - როგორია პოლიტიკური შეფასებები

2025-06-10 12:50:50+04:00

საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. ბაჩიაშვილის განმარტებით, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და საქართველოში უკანონოდ ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ ბორტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელის მონაყოლი ირეალურია, კითხვებზე პასუხებს კი გამოძიება გასცემს. მმართველი გუნდის ოპონენტები ბაჩიაშვილის დაკავების უკან, პოლიტიკურ შურისძიებას ხედავენ. რას ჰყვება ბაჩიაშვილი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით და როგორია პოლიტიკური შეფასებები?!