ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. პროექტი „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა - Palitra News

ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. პროექტი „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა

2025-06-10 09:39:06+04:00

ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. პროექტი „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. „ფოთის ტრანსტერმინალი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ტვირთების ტრანზიტს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ექსპორტ-იმპორტს მოემსახურება. „ფოთის ტრანსტერმინალში“ აცხადებენ, რომ ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება.