ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-10 09:37:05+04:00

პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი თემაა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები ორად იყოფა. ნაწილისთვის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი და დამატებითი ბერკეტია. მეორე ნაწილი კი, არსებული საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური ვითარების პირობებში ,ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას უშედეგოდ მიიჩნევს. ძლიერი საქართველოს წევრები ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე დისკუსიისკენ მოუწოდებენ. კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები, პარტია ,,ლელოს" პოზიციას კვლავ არ იზიარებენ, თუმცა დისკუსიის გამართვაზე მზაობას გამოთქვამენ.