საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვა“ დაემატება - Palitra News

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვა“ დაემატება

2025-06-10 09:36:09+04:00

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვა“ დაემატება. შესაბამისი განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, განცხადებით, ჯარიმები იმ უცხოელების მიმართ გაიზრდება რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს. მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურაც.