„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს მიაჩნია, რომ თუკი ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დაამარცხებენ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება გაძლიერდება. ამ მოტივით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში მსჯელობა აუცილებელია. ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან "გახარია საქართველოსთვის" გუნდში. "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა მხოლოდ დააზიანებს.