კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მხრიდან ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, „ძლიერი საქართველო“ კასპის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მილაძემ დატოვა. ხაზარაძის განცხადებებს საპასუხო რეაგირება ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც მოჰყვა. კერძოდ, ელემე ხოშტარიამ „ლელოს“ ლიდერს საჯარო დისკუსიის ინიციატივით მიმართა. ევროპარლამენტის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციაში საერთო შეთანხმება ამ დრომდე ვერ მიიღწევა - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ საერთო ბრძოლის ხაზი ერთობლივ ბოიკოტზე უნდა გავიდეს. ამავე დროს კი, „ქართულ ოცნებაში“ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. ამ თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.