კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა - Palitra News

კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა

2025-06-07 17:33:16+04:00

კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ უკრაინისთვის 35 მილიონი კანადურ დოლარზე (დაახლოებით 25.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 28-ე შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 30 მილიონი კანადური დოლარი Coyote-ისა და Bison-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე კანადური კომპანიების მიერ წარმოებული ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე დაიხარჯება.

კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ 5 მილიონი კანადური დოლარი კანადის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ წარმოებულ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შეძენას მოხმარდება.