პარტია გახარია საქართველოსთვის წევრების შემდეგ ახლა უკვე კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებიც არ გამორიცხავენ ადგილობრივი თვიტმართველობის არცევნებში მონაწილეობას. ევროპარლამენტის მოწოდების ფონზე ოპოზიცია საერთო პიზიციას კვლავ ვერ აფიქსირებს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ამ თემაზე ოპოზიციის ერთიანი მოსაზრება აუცილებლად ბოიკოტი უნდა იყოს, თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი გაერთიანებული ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, „ქართული ოცნება“ უბრძოლველად ჩაიგდებს ყველა ქალაქს ხელში, რითაც ლეგიტიმაციას მოიპოვებს. ამავდროულად, ადგილობრივი არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ სამზადისი უკვე დაწყებული აქვს.