ვინ შეცვლის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე რობინ დანიგანს, რომელმაც თანამდებობის დატოვებისა და პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო?! – კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ მომავალი ელჩი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებაში წვლილს შეიტანს. განსხვავებული მოლოდინებია ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ელჩის ცვლილების მიუხედავად, არც საქართველოში მოცემულობა და არც ამ რეალობასთან მიმართებით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება შეიცვლება.