თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. კერძოდ, სასამართლოში ორი მოწმე იქნება წარმოდგენილი. საქალაქო სასამართლოში, ამავე საქმეზე, ლელო ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესიც ჩატარდა.