დონალდ ტრამპი - ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა! - Palitra News

დონალდ ტრამპი - ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!

2025-06-06 09:34:40+04:00

ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა! - ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტმა ილონ მასკის მისამართით გამოიყენა, რომელიც სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაავისუფლა. მანამდე ტრამპის განცხადების საპასუხოდ, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა, თავად ილონმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მის გარეშე “ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.. აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ მასკს გაუუქმა მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა. მოგვიანებით, მილიარდელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. როგორც ცნობილია, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ციხეში კი სოცოცხლე სუიციდით დაასრულა. "ეპშტეინის ფაილები" მოიცავს, სასამართლოს დოკუმენტებს,მოწმეების ჩვენებებს, მტკიცებულებებსა და მასალებს. არსებობს ცნობები ცნობილ ადამიანებთან შესაძლო კავშირებზე.