„ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნული განცხადებით უილსონი საქართველოს პრემიე-მინისტრის ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც ჩინეთი მოიხსენია როგორც “სუპერძალა, რომელიც მთლიანად ფოკუსირებული იყო პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე”. „ისინი ქვეყანას ჩინეთზე ჰყიდიან და ამერიკას მათ ქვეყანაში და რეგიონში ყველა ბიზნესისგან და ვაჭრობისგან ბლოკავენ. “MEGOBARI” [აქტი] უკიდურესად საჭიროა!” - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.