ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ მორიგ რეზულუციას საქართველოს შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ კრიტიკით პასუხობენ - ვის რა პოზიცია აქვს გუშინდელი რეზოლუციის შესახებ? - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ მორიგ რეზულუციას საქართველოს შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ კრიტიკით პასუხობენ - ვის რა პოზიცია აქვს გუშინდელი რეზოლუციის შესახებ?

2025-06-05 21:03:51+04:00

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ მორიგ რეზულუციას საქართველოს შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ კრიტიკით პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ აბსურდული ბრალდებებით გამოირჩევა. ამავდროულად, ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლომდე იზიარებენ იმ დოკუმენტის შინაარს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ერთპარტიულს უწოდებს, დემოკრატიულ უკუსვლას აღნიშნავს და ასევე ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესების საჭიროებაზე მიუთითებს. უსაფუძვლო ბრალდებები თუ ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა - ვის რა პოზიცია აქვს გუშინდელი რეზოლუციის შესახებ?